სამაგისტრო პროგრამის დასახელება: ციფრული მედია და ინოვაციები
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდგომ: ჟურნალისტიკის მაგისტრი / Master of Journalism
პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდგომ: კვლევის მაგისტრი ჟურნალისტიკაში / Master of Research in Journalism
დადგენილების ნომერი: №44/2026 (დანართი №304)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნათია კუპრაშვილი, ასოცირებული პროფესორი ნინო ჭალაგანიძე, ბსუ ასოცირებული პროფესორი ინგა შამილიშვილი
სწავლების ენა: ქართული
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან:
პირველი ნაწილი: 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
55 ECTS - სავალდებულო სასწავლო კურსები;
5 ECTS - არჩევითი სასწავლო კურსები;
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
მეორე ნაწილი: 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
25 ECTS - სავალდებულო სასწავლო კურსები;
5 ECTS - სპეციალობის არჩევითი სასწავლო კურსები;
30 ECTS - სამაგისტრო ნაშრომი.
სწავლების ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
„ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:
პირველი ნაწილი
- სტუდენტს მისცეს სიღრმისეული ცოდნა ციფრული მედიის ფუნქციონირების, მართვის უახლესი ტრენდების, შინაარსის მომზადების ინოვაციური მიდგომებისა და გავრცელების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ;
- გამოარჩიოს და განავითაროს ციფრული ჟურნალისტიკა, როგორც სიმართლის მოძიებისა და გავრცელების დარგი მასობრივი კომუნიკაციის დიგიტალურ სამყაროში;
მეორე ნაწილი
- აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვით შეძენილი ცოდნისა და უნარების გამოყენება საზოგადოებრივი და დარგობრივი პრობლემების გადაჭრისთვის.
პირველი ნაწილი:
- პროგრამაზე დაშვების წინაპირობად განსაზღვრულია ნებისმიერი სპეციალობის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა;
- წერითი გამოცდა სპეციალობაში;
- უცხო ენის (ინგლისური ენის) B2 დონეზე ცოდნა (დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა ან წერითი გამოცდის ჩაბარება).
მეორე ნაწილი:
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს ჟურნალისტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს (პროგრამის პირველი ნაწილის დასრულებით). ამ ნაწილზე დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
პირველი ნაწილი:
ა) ცოდნა და გაცნობიერება: 1.1 აანალიზებს და იყენებს ციფრულ მედიაპლატფორმებთან მუშაობის სტრატეგიებს, გაერთიანებული რედაქციის მუშაობის საფუძვლებსა და მულტიმედია მასალების დაგეგმვისა და ეტაპობრივი გაშუქების სპეციფიკას; ციფრული მედიის საქმიანობისთვის საჭირო პროფესიული ეთიკისა და სამართლის ნორმებს; 1. 2. წარმოაჩენს ინოვაციური მარკეტინგული და მენეჯერული მიდგომების როლს ციფრული მედიასაწარმოს ფუნქციონირების ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობისთვის; 1.3. მსჯელობს ციფრული მედიის თვითრეგულირებისა და რეგულირების პრაქტიკაზე საქართველოსა და მსოფლიოში, კიბერჰიგიენის საფუძვლებსა და უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებზე;1.4. განმარტავს მედიამენეჯმენტის ძირითად საკითხებს, თანამშრომლების (გუნდის) ამოცანების ინოვაციური გზით დაგეგმვასა და შესრულების ინსტრუმენტებს; მსჯელობს სხვადასხვა სამართლებრივი ფორმისა და მიმართულების მედია საშუალების ორგანიზაციული მოწყობაზე, მართვის საკითხებსა და ინოვაციური მედია მენეჯმენტის მთავარი ინსტრუმენტებზე; გეგმავს, ასრულებს, განსაზღვრავს, აფასებს შეძენილი ცოდნისადმი განსხვავებულ, ალტერნატიულ მიდგომებს.
ბ) უნარები: 2.1 არგუმენტირებულად აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს დარგობრივ საკითხებზე როგორც წერილობით, ისე ზეპირად; აანალიზებს ციფრულ კონტენტს და მონაცემებს; 2.2. ქმნის, იღებს და ამონტაჟებს მულტიპლატფორმებისთვის მედიურ ნაწარმოებებსა და პრაქტიკაში იყენებს მულტიმედიური თხრობის უნარს; 2.3 არჩევს სხვადასხვა ადრესატისთვის განსხვავებულ სტილსა და სამეცნიერო ნაშრომის არქიტექტონიკას, აანალიზებს სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე არსებულ ციფრულ მედია პროდუქტს, იყენებს ციფრული ,,სთორითელინგის“ მეთოდებს ჟურნალისტურ საქმიანობაში; 2.4 გეგმავს ინტერნეტ - მედიაპროექტებს, შეარჩევს კომუნიკაციის სტრატეგიებს და აანალიზებს ციფრული მედიის აუდიტორიას, მედიასისტემების როლს დემოკრატიზაციისა და საზოგადოების განვითარების პროცესში; 2.5 როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდთან ერთად გეგმავს ტრანსმედიურ პროექტებს, მონაწილეობს დარგთან დაკავშირებულ დისკუსიებსა და დებატებში როგორც მშობლიურ, ასევე უცხოურ ენაზე;
გ) პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: 3.1 რედაქციას მართავს ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დაცვით და ადაპტირდება ახალი სტრატეგიული მიდგომების მეშვეობით; ქმნის წარმატებულ მარკეტინგულ სტრატეგიებს ციფრული მედიისთვის და პასუხისმგებლობას იღებს კოლეგების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე.
მეორე ნაწილი:
ა) ცოდნა და გაცნობიერება: 1.1 აანალიზებს და იყენებს ციფრულ მედიაპლატფორმებთან მუშაობის სტრატეგიებს, გაერთიანებული რედაქციის მუშაობის საფუძვლებსადა მულტიმედია მასალების დაგეგმვისა და ეტაპობრივი გაშუქების სპეციფიკას; ციფრული მედიის საქმიანობისთვის საჭირო პროფესიული ეთიკისა და სამართლის ნორმებს; 1.2. განმარტავს მედიამენეჯმენტის ძირითად საკითხებს, თანამშრომლების (გუნდის) ამოცანების ინოვაციური გზით დაგეგმვასა და შესრულების ინსტრუმენტებს; მსჯელობს სხვადასხვა სამართლებრივი ფორმისა და მიმართულების მედია საშუალების ორგანიზაციული მოწყობაზე, მართვის საკითხებსა და ინოვაციური მედია მენეჯმენტის მთავარი ინსტრუმენტებზე; გეგმავს, ასრულებს, განსაზღვრავს, აფასებს შეძენილი ცოდნისადმი განსხვავებულ, ალტერნატიულ მიდგომებს.
ბ) უნარები: 2.1 არგუმენტირებულად აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს დარგობრივ საკითხებზე როგორც წერილობით, ისე ზეპირად; აანალიზებს ციფრულ კონტენტს და მონაცემებს; 2.2 არჩევს სხვადასხვა ადრესატისთვის განსხვავებულ სტილსა და სამეცნიერო ნაშრომის არქიტექტონიკას, აანალიზებს სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე არსებულ ციფრულ მედია პროდუქტს, იყენებს ციფრული ,,სთორითელინგის“ მეთოდებს ჟურნალისტურ საქმიანობაში; 2.3 გეგმავს ინტერნეტ - მედიაპროექტებს, შეარჩევს კომუნიკაციის სტრატეგიებს და აანალიზებს ციფრული მედიის აუდიტორიას, მედიასისტემების როლს დემოკრატიზაციისა და საზოგადოების განვითარების პროცესში; 2.4 როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდთან ერთად გეგმავს ტრანსმედიურ პროექტებს, მონაწილეობს დარგთან დაკავშირებულ დისკუსიებსა და დებატებში როგორც მშობლიურ, ასევე უცხოურ ენაზე;
გ) პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: 3.1 აკადემიური კეთილსინდიერების დაცვითა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დამოუკიდებლად ახორციელებს აკადემიურ/ პროფესიულ კონტექსტში უახლეს მიღწევებზე დამყარებულ ციფრულ მონაცემთა კვლევით და პრაქტიკულ პროექტებს;
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დასაქმდეს:
- ეროვნული და რეგიონული მაუწყებლები (აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტვ-25, ბათუმელები, ნეტგაზეთი, გაზეთი „აჭარა“) და მედიაორგანიზაციები;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები;
- რასამთავრობო ორგანიზაციები;
- რეგიონული მთავრობა, სამინისტროები;
- საჯარო სექტორი;
- კერძო სექტორი.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს დამატებით დასაქმდეს:
- მედიაკრიტიკის პლატფორმები;
- სოციალური მედიის კვლევის და ანალიზის მიმართულებით;
- კერძო და საჯარო სექტორში მედიამკვლევრისა და ანალიტიკოსის პოზიციაზე.